მოგესალმებით!
მე გახლავართ სოფო ღლონტი, სკოლა "მარჯის" სამოქალაქო კლუბის ლიდერი. მინდა მოგიყვეთ 9 ნოემბერს, ჩვენი კლუბის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ჩემპიონატზე,რომელიც ჩატარდა ოთხ კერძო სკოლას შორის.მონაწილე სკოლები: მარჯი, ერუდიტი, ალმასი და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა. ჩვენი პროექტის მიზანი მის სათაურშიც ჩანს- " ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია". კლუბის წევრებს გვსურდა სპორტისადმი ინტერესი გაგვემძაფრებინა თანატოლებში. ვეცადეთ, წვლილი შეგვეტანა ჯანსაღი წესის ,ყოველდღიურ ცხოვრებაში შეტანასა და დანერგვაში. ამ ყველაფრისთვის გვჭირდებოდა საფეხბურთო მოედანი და მსაჯი.მსაჯის პოვნასა და მოედნის არჩევაში დაგვეხმარა - "საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია", როსთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.. ხოლო მონაწილეებისათვის წამახალისებელი პრიზების, კერძოდ მედლების, დიპლომებისა და თასის შეძენისათვის თანხა გამოგვიყო მოზარდთა სახლმა, რისთვისაც მათაც დიდ მადლობას ვუხდით... თამაში საკმაოდ დაძაბულად მიდიოდა და საბოლოოდ ჩვენი სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენთვის ეს ორმაგი სიხარული იყო. გამარჯვებულებს გადაეცათ თასი, რომელიც დიდი სურვილი გვაქვს გახდეს გარდამავალი და შემდეგ წელსაც ჩავატაროთ მსგავსი ღონისძიება. დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ დიპლომედი და მედლები მონაწილეობისათვის... და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო -საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასა და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, რომლის ხელშეწყობითაც ჩვენი პროეტი განხორციელდ
ა
Recent Comments